Thursday, July 6, 2017
Tuesday, July 4, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო განვიხილეთ ჩვენს მიერ შესრულებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, შევისწავლეთ თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაცია, მივიღეთ დავალებები შემდეგი ტრენინგისთვის:შევიტანოთ ცვლილებები შეფასებებში, გავწეროთ სასწავლო პროცედურები.
Monday, July 3, 2017
Saturday, July 1, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყოგავიხსენეთ პოვერ პოინტში მუშაობა ,შევადგინეთ ცხრილები,ავტვირთეთ სლაიდები. მივიღეთ დავალება შევასრულოთ მოსწავლის ნიმუში.
Sunday, June 25, 2017
Wednesday, June 21, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო,აქ ჩვენ შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი , თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის მიზნებისთვის
შინაარსობრივი კითხვები
- გეოგრაფიულად სად მდებარეობს ალავერდი და ბაგრატის ტაძარი.
- რომელ საუკუნეშია აგებული ისინი
- რომელი მასალაა გამოყენებული ტაძრის ასაშენებლად , არის თუ არა დეკორატიული ელემენტები და მოხატულობა ტაძარში.
- რატომ უწოდებენ მათ კათედრალს.
მიმართულების მიმცემი ზოგადი კითხვები
- როგორ ეხმარება ადამიანს ხელოვნება.
- რას მოგვიტხრობს ისთორიული ძეგლი
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ ამ ხუროთმოძღვრული ძეგლის შესახებ/
Sunday, June 11, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე კიდევ გადავხედეთ პროექტებს,შევასწორეთ ძველი ნამუშევრები,გავეცანით და გამოვიყენეთ 21 -საუკუნის სტანდარტები და პროექტები.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ;
- მოიძიონ რაიონში არსებული კულტურული ძეგლის შესახებ ინფორმაცია.
- ინფორმაციის მოძიების მიზნით გამოკითხავენ და აიღებენ ინტერვიუებს მოსახლეობისგან,
- შეასრულებენ ნახატებს,
- მოძიებული ინფორმაციის საფუზველზე დაამზადებენ კედლის გაზეთებს.
სტანდარტები ოცდამეერთე საუკუნის უნარები
ს.გ.VI.13. მოსწავლე
აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
მოსწავლე:
·
საუბრობს
ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებზე და მათ მნიშვნელობაზე;
·
მსჯელობს
ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე;
·
ასახელებს მის ქალაქში/რაიონში/ქვეყანაში არსებულ კულტურულ ძეგლებზე დაწესებულებებს
(მუზეუმი, გალერეა, კინოთეატრი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.
ს.გ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს საკუთარ არჩევანზე და ჩანაფიქრზე, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს სხვა საგნებში განვლილ მასალას;
· საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე;
· მსჯელობს საკუთარ და სხვის ნამუშევარში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე (ჟანრი, ტექნიკა, მასალა, კოლორიტი, კომპოზიციური განაწილების პრინციპი და სხვ.);
· საუბრობს ნამუშევარში გადმოცემულ განწყობილებაზე;
· მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
● ჩართული
მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
● ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლობა
● ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლობა
Sunday, June 4, 2017
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო,გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები,შევასწორეთ რეფლექსია,ასევე ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,დოკუმენტების ატვირთვა და ჩამოტვირთვა,საქაღალდის შექმნა.ბლოგის ფონის შეცვლა, რაც ხელოვნების გაკვეთილისთვის აუცილებელია .
Subscribe to:
Posts (Atom)