Sunday, June 11, 2017

სტანდარტები ოცდამეერთე საუკუნის უნარები

 ს.გ.VI.13.    მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
მოსწავლე:
·           საუბრობს ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებზე და მათ მნიშვნელობაზე;
·           მსჯელობს ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე;

·           ასახელებს მის ქალაქში/რაიონში/ქვეყანაში არსებულ კულტურულ ძეგლებზე დაწესებულებებს (მუზეუმი, გალერეა, კინოთეატრი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.
ს.გ.VI.7.   ოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მსჯელობს საკუთარ არჩევანზე და ჩანაფიქრზე, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს სხვა საგნებში განვლილ მასალას;
·           საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე;
·           მსჯელობს საკუთარ და სხვის ნამუშევარში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე (ჟანრი, ტექნიკა, მასალა, კოლორიტი, კომპოზიციური განაწილების პრიციპი და სხვ.);
·           საუბრობს ნამუშევარში გადმოცემულ განწყობილებაზე;
·           მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.

ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
       ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლობა

     

No comments:

Post a Comment